კელი დეგნანი - ვფიქრობ, პოზიტიური ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას პოზიტიურ ფაქტს უწოდებს.

„ვფიქრობ, პოზიტიური ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება. პოლიციამ კარგი სამუშაო ჩაატარა იმისთვის, რომ მას პროცესზე მისვლა უსაფრთხოდ შეძლებოდა, მედიას კი პროცესის გაშუქების საშუალება, საზოგადოებას კი მასზე დაკვირვების საშუალება ჰქონოდა,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ძალისხმევა, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი.

„ვფიქრობ, ხორციელდება ძალისხმევა იმისთვის, რომ მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იყოს. ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც მე მანამდე აღვნიშნე, მისმა მხარდამჭერებმა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით განახორციელონ. ასევე მნიშვნელოვანია, სამართლიანი სასამართლო პროცესისთვის, რომ ეს სასამართლო დარბაზშიც დაცული იყოს. ყველა ეს კომპონენტი განსაზღვრავს არის თუ არა სასამართლო პროცესი სამართლიანი. პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ამ მიმართულებით ძალისხმევის გამოჩენა,“- აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს