ნინო წილოსანი სააკაშვილის სასამართლოზე პროცესებზე - ეს პროცესები მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე

ორივე სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული იქნა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის მცდელობა აქვს, რომ საკუთარი პატიმრობა დააკავშიროს რუსეთის ინტერესებს - ეს სრულიად არაბუნებრივია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, სააკაშვილის სასამართლო პროცესი მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ დაინახოს, „ვისთან გვაქვს საქმე“.

„სრულიად რეალურ ფაქტებზეა საუბარი - პირადი მოხმარებისთვის იქნა გახარჯული ბიუჯეტის თანხები, მათ შორის 500 ათასი დოლარი ბოტოქსის და სახის პროცედურებზე, გასახდომ პროცედურებზე, სტილისტის მომსახურეობაზე, უცნაური მეთოდით ჩატარებულ მასაჟზე და მრავალი სხვა. ამიტომ არახალია, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ და მის ლიდერს ყოფნით თავხედობა და ამგვარ საქმეებს უწოდებენ არაშესაბამის სახელებს - გირგვლიანის საქმეს „პიარულს“ და ამართლებენ 7 ნოემბრის ყველა საქმეს. ასე რომ, ეს პროცესები მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

რაც შეეხება აქციას, რომელიც სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა, წილოსანი ამბობს, რომ შეკრებები ამომრჩევლის კონსოლიდაციისთვისაა, თუმცა „საზოგადოება საკმაოდ განვითარდა იმისთვის, რომ აქციებითა მსგავს საკითხებს აქციებით წყვეტდეს“.

„საზოგადოებისთვის ძალიან თვალნათელია, აქციების დროს, როდესაც დიდი მცდელობა აქვთ, დესტაბილიზაცია შეიტანონ არსებულ გარემოში, ვინ და რა მიზნით არიან დაკავებულები. მიმდინარე საქმეებია და როგორც პოლიტიკოსი, თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებები გავაკეთო და ვინმეს ბრალი წავუყენო. მცდელობა, რომ ამ დაკავებებს, რომელიც ნამდვილად წესრიგის და სამართლის აღდგენას ემსახურება, პოლიტიკური შინაარსი მისცენ, აბსურდულია. ყველა კარგად ვხედავთ, რისთვის იმართება ეს აქციები, რომ გარკვეულწილად მოსახლეობის და მათი ამომრჩევლის ერთიანობა და კონსოლიდაცია დააორგანიზონ. თუმცა, მიხარია, რომ საზოგადოება საკმაოდ განვითარდა იმისთვის, რომ აქციებითა და ქუჩის დემონსტრაციებით არ წყვეტდნენ მსგავს საკითხებს. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც ის გასამართლდება კანონის მიხედვით და სასამართლოც მაქსიმალურად სამართლიანი იქნება“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან