ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი, აფხაზეთს აღიარებდა?!

მიხეილ სააკაშვილმა იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ნიჭიერია - ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი.

„ე.წ. პიჯაკების საქმეში უმძიმესი კორუფციული დანაშაულებია. მათ შორის, წავიკითხე, რომ ის შვილთან დაკავშირებით საუბრობდა და იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ნიჭიერია. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი! მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზეც“,- აღნიშნავს კობახიძე.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, ამასთან ის პუტინის ტყვეობაში იმყოფება და რუსული პროკურატურის და სასამართლოს წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, კობახიძე პასუხობს: „თქვენ თუ ხვდებით რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი?! არ შემიძლია ამაზე მეტი კომენტარი გავაკეთო".

კობახიძემ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც თქვა, რომ სახელმწიფოს ფული დაიხარჯა, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ლეგიტიმაცია.

აღნიშნულზე კობახიძე დასძენს: „ამისთვის აფინანსებდა შვილის სკოლის ხარჯებს? კოსტიუმები და პიჯაკები მაგიტომ იყიდა? ბოტოქსი მაგიტომ დასჭირდა?! ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აღიარებდა აფხაზეთს?!“

ამასთან, მან „ინტერ რაოს“ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულზე მკაფიო პასუხი აქვს კახა კალაძეს, 9 მლნ-ის გაფლანგვაზე კი სააკაშვილის მხრიდან „პასუხი ვერ მოვისმინეთ“.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ