ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია საერთაშორისო მედია პლატფორმებზე გრძელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი მედიასაშუალებების გამოყენებით გრძელდება.

ნოემბერ-დეკემბერში “Conde Nast”-ის ოთხ ონლაინ გამომცემლობაში: “Vogue France”, “Conde Nast Traveller UK”, “Conde Nast Traveller Spain” და “Architectural Digest Germany” საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატიები და ფოტო რეპორტაჟები მომზადდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, “5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“ ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალებმა სტატიები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცეს. სტატიების პარალელურად ელექტრონული ჟურნალების სოციალურ გვერდებზე სპეციალური პოსტები იტვირთება საქართველოს შესახებ, სადაც ე. წ. „სთორი“ და მოკლე ვიდეო რგოლებია განთავსებული საქართველოს ტურისტული მიმართულებაა აღწერილი. მრავალენოვან სტატიებში მიმოხილულია საქართველოს სამთო კურორტები, მესტია, ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი, ბახმარო, ზამთრის ტურიზმის ექსტრემალური სახეობებით. სტატიების საშუალებით მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს საქართველოში არსებულ სამთო-ბილიკებს, რომელიც რაჭას, სვანეთს, თუშეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებს მოიცავს.

ამასთან, სტატიებში აღწერილია სპა-კურორტები: ბორჯომი, საირმე, წყალტუბო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, კულინარიას, ისტორიულ ძეგლებს, მცხეთას, სიღნაღს და ძველი თბილისის არქიტექტურას.

ტურიზმის ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი მედია პლატფორმების ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტო რეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები განთავსდა.

ცნობისთვის, კამპანია სოციალურ ქსელებსაც მოიცავს: „Instagram“, „Facebook”, „Twitter“ და „LinkedIn“.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა