მალხაზ დოლიძე - პურის მწარმოებლები ფასს ჯერჯერობით ვერ შეცვლიან, ფასების მხრივ გარკვეული სტაბილიზაციაა და ალბათ, ახალ წლამდე ასე იქნება

პურის მწარმოებლები ფასს ჯერჯერობით ვერ შეცვლიან, ფასების მხრივ გარკვეული სტაბილიზაციაა და ალბათ, ახალ წლამდე ასე იქნება, - ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

ამასთან, დოლიძე იმედოვნებს, რომ ხორბლის ახალი მოსავლის აღებამდე, გაზაფხულამდე, პურის ფასი შენარჩუნდება.

„დღესდღეობით პურის ფასი არ შეიცვლება და ალბათ ახალ წლამდე იქნება ის, რაც არის. მაგრამ გარკვეული პრობლემები შეიქმნა ხორბლის ფასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა ძალიან მოიმატა. რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისეთი ციფრი „დააბრახუნა“ - 400 დოლარამდე ავა 1 ტონა ხორბლის ღირებულებაო. მსოფლიო ბირჟებზე 1 ტონა ხორბლის ღირებულება 315-320 დოლარია“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა