მამუკა მდინარაძე - დმანისიდან დაგვირეკეს, ვინც საკრებულოს სხდომას უნდა დასწრებოდა, გამოკეტილი ჰყავთ ბინაშიო - „ნაცმოძრაობა" საკუთარი გუნდის წევრებს არ ენდო, რომ სხდომაზე არ გაპარვოდათ რომელიმე

დმანისიდან დაგვირეკეს, ვინც საკრებულოს სხდომას უნდა დასწრებოდა, გამოკეტილი ჰყავთ ფონიჭალაში, ერთ-ერთ ბინაშიო - "ნაცმოძრაობა" საკუთარი გუნდის წევრებს არ ენდო, რომ სხდომაზე არ გაპარვოდათ რომელიმე, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ იცის, ეს ადამიანები იძულებით წაიყვანეს ფონიჭალაში თუ საკუთარი ნებით არიან იქ.

"ნაციონალური მოძრაობა" არ ენდო საკუთარი გუნდის წევრებს, ისინი წაიყვანეს თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელიც წინა დღეებში ქირავდებოდა, რომ არ მისულიყვნენ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რადგან საბოტაჟური მოქმედებები უნდოდათ. დმანისიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ერთმანეთში აპარატის თანამშრომლები საუბრობენ, რომ ადამიანები, ვინც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, ისინი გამოკეტილი არიან ფონიჭალაში, ერთ-ერთ ბინაშიო. ცივილიზებულ სამყაროში, მსოფლიოში სად გაგიგიათ, რომ საკუთარი თანაგუნდელები სხვაგან მიჰყავთ, რაიონის მოშორებით რომელიმე პარტიას, რომ რომელიმე სხდომაზე არ გაეპაროს. არ ვიცი, გაიტაცეს, ნებაყოფლობით გაჰყვნენ, იქ აქეიფებენ თუ აიძულებენ. ასეთი წარმოუდგენელი და სკანდალური ამბავი სხვა ქვეყნიდან არ გამიგია,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა