ექსკლუზივი „ბიბლუსისგან“ – მალე, მკითხველი „სამოსელი პირველის“ ლიმიტირებულ გამოცემას იხილავს

არსებობს წიგნები, რომლებიც წაკითხვის შემდეგ მალევე გავიწყდება და არსებობს ისეთი წიგნებიც, რომელთა დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია! სწორედ ასეთი წიგნია „სამოსელი პირველი“.

გურამ დოჩანაშვილის რომანი „სამოსელი პირველი“ პირველად, 1975 წელს გამოიცა. ამბავი თავგადასავლების მაძიებელი ბიჭის - დომენიკოს შესახებ გვიყვება, რომელზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იდუმალებით მოცული კაცის - ლტოლვილის ნაამბობმა და თავგადასავლების საძებნელად, „ლამაზ ქალაქში“ გაეშურა.

გურამ დოჩანაშვილი ქართველი კლასიკოსი მწერალი და თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო. მისი შემოქმედება მრავალ ენაზეა თარგმნილი, მათზე იღებდნენ ცნობილ კინოფილმებს, დგამდნენ სპექტაკლებს. დოჩანაშვილი 2021 წლის 3 აპრილს გარდაიცვალა. მწერალმა „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ლიტერატურული პრემია „საბა“ აიღო.

მათ, ვისაც განსაკუთრებულად უყვარს დოჩანაშვილი და მისი შემოქმედება, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ექსკლუზიურად, სპეციალური დაკვეთით „სამოსელი პირველის“ ახალ ლიმიტირებულ გამოცემას შესთავაზებს, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ „ბიბლუსის“ ქსელში იქნება.

ტირაჟი მხოლოდ 5000 წიგნს მოიცავს. ყოველი წიგნი დანომრილია და მასზე უნიკალური კოდია დატანილი. აქვს ხავერდოვანი და მოოქროვილი ყდა, დამცავი გარეკანით.

ასევე, წიგნს აქვს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი წიგნის მფლობელის სახელის ან სპეციალური, სამახსოვრო ჩანაწერის გასაკეთებლად. ამ მხრივ, „სამოსელი პირველის“ ლიმიტირებული გამოცემა იდეალური და ძალიან ამაღელვებელი საჩუქარი იქნება!

გაითვალისწინეთ, რომ „სამოსელი პირველი“ ექსკლუზივების სერიის პირველი წიგნია, რომელიც ლიმიტირებულად - „ბიბლუსის“ დაკვეთით დაიბეჭდა და ამ დიზაინით ტირაჟი აღარ განახლდება.

წიგნის შეძენას 6 დეკემბრიდან, „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში შეძლებთ. სამი დღით ადრე კი, წიგნები ექსკლუზიურად მხოლოდ ინოვაციურ სავაჭრო სივრცე -„მულტიში“ იქნება წარმოდგენილი. (ჭავჭავაძის N74/76, ფალიაშვილის ქუჩის მოპირდაპირედ, ვაკის პარკის შესასვლელთან ).

ექსკლუზივების სერიის ფარგლებში, ბევრი სხვა საინტერესო მწერლის ნაწარმოების ხილვა იქნება შესაძლებელი.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია