ირაკლი ღარიბაშვილი FIBA-ს ევროპის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი FIBA-ს ევროპის პრეზიდენტ თურგაი დემირელს შეხვდა.

მხარეებმა ქართული კალათბურთის სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ევრობასკეტ 2022-ის სამუშაო პროცესების მონიტორინგის შედეგები მიმოიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და თურგაი დემირელმა კალათბურთის სფეროში ქართველი სპორტსმენების მიერ მიღწეული წარმატებები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ FIBA-ს ევროპის ბორდის წევრებს შორის საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილია, რომელიც FIBA -ევროპის ბორდის წევრი და FIBA-ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტია.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელთა ვიზიტი თბილისში კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას და ის ნდობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას FIBA-ს ევროპის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟან-პიერ სიუტატი, FIBA-ს ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, FIBA-ევროპის ბორდის წევრი და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია