ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა“, - წერს ნიკა მელია და „ფეისბუქზე“ და სუს-ის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილ სმს შეტყობინების ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს”.

რაც შეეხება მელიასთვის გაგზავნილ შეტყობინებებს, როგორც მასშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი მას საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად და წერილობითი უწყების გადაცემის მიზნით იბარებს. გაგზავნილ სმს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ნიკა მელიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაზეც საჭირო გახდა მელიას მოწმის სახით გამოკითხვა. ამავე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უწყებაში, რომელსაც მელიას გადასცემენ, საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები იქნება მითითებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა