ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ლანჩხუთსა და ოზურგეთს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკა გადასცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალურ ტექნიკა და კონტეინერები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპიროს, მასში ჩამავალი მდინარეებისა და მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შეიძინა.

„მუნიციპალიტეტებს, სულ გადაეცათ 8 ნაგავმზიდი, 4 სატვირთო თვითმცლელი მანქანა და 800 კონტეინერი (4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 500 კონტეინერი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს; 4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 300 კონტეინერი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტს).

ახალი ტექნიკის საშუალებით, მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესი. დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურება კი, მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტი მცხოვრებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი. გამოყენებული იქნება როგორც ნარჩენების შეგროვების როგორც კონტეინერული მეთოდი, ისე „ზარის პრინციპით“ შეგროვების მეთოდი - მაღალმთიანი სოფლებისთვის.

სპეციალური ტექნიკისა და კონტეინერების მუნიციპალიტებისთვის გადაცემას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა