თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - პერფორმანსი გაიმართა

საინიციატივო ჯგუფი "მიშას სექტორი" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით აქცია - პერფორმანსი გაიმართა.

მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან მერებაშვილის განცხადებით, კანონიერ ჩარჩოში ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი.

“სხვადასხვა ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან გავერთიანდით, რადგან სახელმწიფოს შემქმნელი, მესამე პრეზიდენტი არის ციხეში. ბატონ პრეზიდენტს მინდა მივმართო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყნის აღმშენებელი მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფალი.

დღეს მემორანდუმი გაფორმდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ბატონ პრეზიდენტს პუტინის პირადი პატიმრობიდან არ დავიხსნით. ჩვენი მოძრაობა სამართლებრივ ჩარჩოში ყველაფერს გააკეთებს - აქციებს, პერფორმანსებს და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რასაც საზოგადოება აუცილებლად გაიგებს. აქ არიან 6 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც გახლავართ", - განაცხადა მერებაშვილმა.

ცნობისთვის, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პერფორმანსის ორგანიზატორებმა პარალელურ რეჟიმში 5 სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქცია ერთდროულად დაიწყეს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა