სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია დაიწყო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია დაიწყო.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.

მათივე ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში შეხვედრები შიდა ქართლში და რაჭა-ლეჩხუმში გაიმართება.

„2021 წლის 4 დეკემბერს, პირველი შეხვედრა გორში, სასტუმრო “Georgia Gold”-ში შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები, რომლებიც FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში’’ (ფინანსური მხარდამჭერი - „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა“) არიან ჩართულნი. მათ ინფორმაცია მიირეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

პარალელურად, UNFPA-სა და FAO-ს თანამშრომლობით, გაიმართა ტრენინგი „მამაკაცური საუბრები“, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი 2016 წლიდან ახორციელებს, რათა გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში კაცების ჩართულობის გაზრდას შეუწყოს ხელი. ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, „მამაკაცური საუბრები“ კარგი შესაძლებლობაა ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კაცებისთვის, გაიაზრონ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა თავიანთ საქმიანობაში, რაც დადებითად აისახება როგორც პროდუქტიულობაზე, გუნდურობასა თუ შედეგების ეფექტურ მიღწევაზე, ასევე, იმ რისკის შემცირებაზე, რომ დასაქმებულმა კაცმა გააღვივოს სტერეოტიპები.

ღონისძიებები გახსნეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებმა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს