მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს თავისი თანაგუნდელები სერიოზულად აღარ აღიქვამენ, კიდევ უფრო არასერიოზულად აღვიქვამთ ჩვენ და პირადად მეც

ჩემი ეჭვია, აბსოლუტურად გონივრული, იმ განცხადებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში აკეთა, ვიღაცას ძალიან აწყობს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცოტა სხვა წარმოდგენები იყოს,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უამრავი ექიმი აფასებს და შესაძლო წამებაზე საუბარი არასერიოზულია.

„წამების დეფინიცია ბევრმა გადააქცია საქილიკო საგნად. მე არ ვარ ექიმი, რომ ახლა რომელიმე მედიკამენტის დანიშვნის თუ არდანიშვნის საკითხი გავარჩიო. ჩემი ეჭვია, აბსოლუტურად გონივრული, იმ განცხადებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში აკეთა, ვიღაცას ძალიან აწყობს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცოტა სხვა წარმოდგენები იყოს, მათ შორის შეიძლება სამართლებრივი თვალსაზრისითაც, მაგრამ, მე არ ვარ ექიმი, შეფასებებში ვერ შევალ. უამრავი ექიმი ახვევია ამ ადამიანს თავს, როგორც კონსილიუმის წევრები, ასევე პირადი მკურნალი ექიმი და არ მგონია, რო მსგავს საკითხებზე სერიოზული საუბარი შეიძლება, ეს ჩემი ვარაუდია. რაც შეეხება სამედიცინო დანიშნულებას, ვერ გიპასუხებთ“,-განაცხადა მდინარაძემ.

მან მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადებებს მისი თანაგუნდელებიც აღარ აღიქვამენ სერიოზულად.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს თავისი თანაგუნდელები სერიოზულად აღარ აღიქვამენ და მათი ყველა ბოლო განცხადებაც ამას მოწმობს. კიდევ უფრო არასერიოზულად აღვიქვამთ ჩვენ და პირადად მეც. შესაბამისად, ეროვნულ შერიგებაზე მის მხრიდან საუბარი, ყველაფერ დანარჩენზე, რომ მისი მეუღლე უნდა მიუსვან გვერდით და ა.შ, ამაზე სერიოზული საუბარი უბრალოდ არ შეიძლება. მისმა ბოლო ორმა ვრცელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ არ შეიძლება ამ კაცის საუბარი, ისევე, როგორც ადრეც არ შეიძლებოდა, ახლა უფრო მკაფიოდ გამოჩნდა უბრალოდ. არ შეიძლება მის განცადებებზე სერიოზული კომენტარის კეთება. ამას გრძნობენ და ხვდებიან მისი თანაგუნდელები. ყველა ბოლო განცხადებით მისი პოზიციისგან დისტანცირებას ცდილობენ. განხეთქილებაა გუნდში და მელიას განცხადებები რადიკალურად აცდენილია მისი განცხადებებისგან“,-განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ფსიქოტროპული პრეპარატების საკმაოდ მაღალი დოზები დაუნიშნეს, რისი საჭიროებაც არ იყო.

როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორი გამოყენების შედეგად, სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს „ფარმაკოლოგიური წამების სახეს და არასათანადო მოპყრობას“.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა