მამუკა მდინარაძე - იან კელის განცხადებები, რატომღაც ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება, ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს „ნაცმოძრაობას“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია ლობიზმს უწევს.

როგორც მდინარაძემ ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით ყოფილი ელჩის განცხადების შეფასებებისას აღნიშნა, იან კელის განცხადებები რადიკალურია.

„იან კელის განცხადებები, რატომღაც ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება, ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს „ნაცმოძრაობას“. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ პოზიციის ასეთი აშკარა, უაპელაციო მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში ერთ თუნდაც სუბიექტურად მოაზროვნე ადამიანს დაუტოვებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს ადამიანი ერთ განცხადებას მაინც ობიექტურად აკეთებს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ის არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის“, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. „ირაკლი კობახიძე, ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებ", - წერს იან კელი.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა