ზუგდიდში კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო

ზუგდიდს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მალე კულტურის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი ექნება. კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის პრეზენტაცია, დღეს ტექნოპარკში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, ანატოლი ბაიფერტი, EU4Culture პროექტის გუნდის ხელმძღვანელი და ლევან ხარატიშვილი, ექსპერტი/კონსულტანტი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მამუკა წოწერიამ ევროკავშირს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის არსებობა.

,,პირველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის იქმნება კულტურის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ვინაიდან განისაზღვრება ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ამ დოკუმენტის შექმნის შემდეგ გახდება უფრო მიზანმიმართული, გეგმაზომიერი და შედეგზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა ეს იქნება უნიკალური, რომელიც გაითვალისწინებს ზუგდიდის კონტექსტს, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ჩვენი სტრუქტურა სტრატეგიის, ასევე გამოვავლინოთ ის გამოწვევები, რომელიც აქტუალურია მუნიციპალიტეტისთვის და დავსახოთ ამ გამოწვევებისათვის საპასუხო ადეკვატური ღონისძიებები. მე მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, რომლის აპლიკანტი გავხდით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ვიყავით შერჩეული და გადმოგვეცა საგრანტო დაფინანსება 30 000 ევროს ფარგლებში, სწორედ ამ დოკუმენტის შექმნის მიზნით“, - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მერის თქმით, დოკუმენტის შემუშავების პროცესში მთავარი და აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე და მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ზუგდიდის რეალობას. ევროკავშირის მხარდაჭერით, კულტურის განვითარების სტრატეგიას, ზუგდიდის გარდა ფოთი და ქუთაისი შეიმუშავებენ.

ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ს კონკურსის ფარგლებში ზუგდიდმა, ფოთმა და ქუთაისმა კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად 30,000 ევრომდე დაფინანსება მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა