15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დასაბუთების ნაწილში. ბრალდების მხარეს მიაჩნია და მიაჩნდა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომ ორივე არასრულწლოვანი ბრალდებულის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მათ შორის, მიმალვის საფრთხე. სასამართლომ აღნიშნულის სრულად გაიზიარა და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა იყოს ორივე არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული პატიმრობა და ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი და ამ ხნის განმავლობაში ორივე ბრალდებული იქნება პატიმრობაში”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 6 იანვარს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა