ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ

ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუმარტეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა.

არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს და მათ მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ე.წ. უვადო მწვანე პასპორტის საკითხი გახდა, რომლის წინააღმდეგიც ჯანდაცვის გუნდია.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა