„საქსტატი“ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან  ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგრანტო ხელშეკრულების მიზანია, საქსტატის IT ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და შესაძლებლობების განვითარება, მომხმარებლებზე ორინეტირებული, მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოება და მიმდინარე პროცესების კიდევ უფრო გაძლიერება.

ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა/ელჩის მოადგილემ ერიკ ილესმა მოაწერეს.

„ჩვენს ეპოქაში შეუძლებელია პროგრესის მიღწევა მძლავრი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის გარეშე, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს დღესდღეობით, მაშინ როდესაც საქსტატი მთლანად გადართულია მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე და დღემდე თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობს ონლაინ რეჟიმში. ამ მიმართულებით აღსანიშნავია შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა, რომელიც გახლავთ ჩვენი მნისვნელოვანი პარტნიორი და წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქსტატის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით“ - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირეტორმა გოგიტა თოდრაძემ.

„საქსტატის’ ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „საქსტატის“ სერვერული ინფრასტრუქტურის განახლება და კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა, კერძოდ SIDA-ს დახმარებით „საქსტატში“ განახლდება სასერვერო ინფრასტრუქტურა და „საქსტატის“ თანამშრომლებისთვის შეძენილი იქნება 200 ერთეული კომპიუტერი.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქსტატში ყოფნის შესაძლებლობა მეძლევა. ეს არის შვედეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სტატისტიკის სისტემის განვითარებასა და ხარისხის ამაღლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ხელი შევუწყოთ სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. ვხედავთ, რომ საქართველოში, სტატისტიკური სისტემის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც თქვენ ემზადებით მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერისთვის. ეს შვედეთისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ამდენი დეზინფორმაციის პირობებში, ყველა ქვეყანა იმსახურებს სანდო და ობიექტურ სტატისტიკურ სისტემას. ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქსტატი იქცა სანდო ინსტიტუტად. ეს კი, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. კიდევ ერთხელ, მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ხელი მოვაწერო შეთანხმებას“- განაცხადა შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა/ელჩის მოადგილემ ერიკ ილესმა.

წლების განმავლობაში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების განვითარების, აგრეთვე სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესების, მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ოფიციალური სტატისტიკის სანდოობის განმტკიცების მიმართულებით.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა