ზურაბ ბერიძემ ანდჟეი დუდას რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში, ზურაბ ბერიძემ, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ აუდიენციაზე განხილული იქნა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში ელჩმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და ჩანაწერი გააკეთა სამახსოვრო წიგნში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა