ვლადიმერ ზელენსკი - მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის მტკიცე განცხადებისთვის - სანდო პარტნიორებით უფრო ძლიერები ვართ

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გამო.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ასოცირებული სამეულის ქვეყნებისთვის ევროკავშირის მომავალი უცვლელია.

"მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის მტკიცე განცხადებისთვის. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ სანდო პარტნიორებით. "ასოცირებული სამეულის", ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის ევროკავშირის მომავალი უცვლელია. ჩვენ ვემზადებით ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის", - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა და ერთგულება; მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია", - აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის