ბადრი ჯაფარიძე - წერილი, რომელიც გიორგი გახარიამ შს მინისტრობის დროს გადმომცა, გამაოგნებელი იყო

რატომ გეშინიათ ამ წერილის?! - ამ კითხვით “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმართა, სადაც ე. წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე იკითხება, რომელიც ამბობს, რომ არანაირი უკანონო ტრანზაქცია არ განხორციელებულა და აღნიშნული საქმე პროკურატურის მიერ არის ფალსიფიცირებული.

სწორედ ამ საკითხზე ჩვენების მიცემისას ბადრი ჯაფარიძემ სხდომაზე ახსენა ე.წ. მუქარის წერილი, რომელიც მისივე მტკიცებით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. ჯაფარიძე-ხაზარაძის მტკიცებით, წერილის შინაარსი სხვა მოთხოვნებთან ერთად “მათ შორის “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ეხებოდა.

ჯაფარიძის თქმით, წერილის შესახებ ყოფილ მინისტრს უთხრა, რომ “ეს არის სისულელე”.

“წერილი გადმომეცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით, სადაც ჩვენგან მოითხოვდნენ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. თავისთავად გამაოგნებელი წერილი იყო. მგონი, ეს არის ყველაფრის თავი და თავი იმიტომ, რომ ვინც ეს შეთხზა და დაგეგმა ვფიქრობ, ავთო წერეთლის კომპანიებისგან ნასესხები თანხა დაუკავშირა "ტვ პირველს" და ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ. გადმოგვეცა ეს წერილი, სადაც ბოლოში იყო აბზაცი - თუ ჩვენ არ შევასრულებდით მოთხოვნებს, მაშინ მთელს მსოფლიოს გააგებინებდნენ იმის შესახებ, რაც ჩავიდინეთ 2008 წელს. სიმართლე გითხრათ, მაშინდელ შს მინისტრს პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს არის სისულელე. ვისაც უნდა მოუყვნენ, რადგან 2008 წელს რაც გავაკეთე, მეამაყება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის ამ განცხადებას პროკურორი გამოეხმაურა, რაზეც სახელმწიფო ბრალმდებელს მამუკა ხაზარაძემ შეკითხვით მიმართა: “რატომ გეშინიათ ამ წერილის?“

ხაზარაძის ამ რეპლიკის შემდეგ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა მას განუმარტა, რომ არაფრის ეშინია.

“არაფრის მეშინია! ამ წერილზე იყო კითხვებს რომ გისვამდით და იქ განაცხადეთ, რომ ახლო ნათესავის გამო არ დავასახელებო. იქაც კი იცრუეთ”, - მიმართა ხაზარაძეს არჩილ ტყეშელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა