ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

13-14 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან და თურქეთის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშთან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავა, აზერბაინელ და თურქ კოლეგებთან ერთად, სამმხრივ ბიზნესფორუმს გახსნის. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ ბრიფინგში.

მათივე ცნობით, ფორუმზე ასევე დაგეგმილია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო - სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა აგრეთვე შეხვდება აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნავიევს.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს