სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნაწილში დაბეგვრის რეჟიმი იცვლება

სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნაწილში დაბეგვრის რეჟიმი იცვლება.

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის თანახმად, განისაზღვრება აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტები, აზარტული თამაშის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში. მითითებული საქმიანობის ფარგლებში, საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს აზარტულ თამაშზე მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. საგადასახადო განაკვეთის მოცულობა ამ ტიპის შემოსავლებისათვის, როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის ნაწილში განისაზღვრა 10 პროცენტის ოდენობით, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა გადასახადის გადამხდელს ყოველთვიურად მოუხდება.

ამავე პროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის 2- პროცენტიანი განაკვეთით, დაიბეგრება სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირის მიერ თამაშობაში მონაწილეობის შედეგად, სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა.

მოთამაშის მიერ სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება ეკისრება აზარტული და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მომწყობ პირს, რომელიც მოთამაშეზე სათამაშო ანგარიშიდან გასცემს თანხას.

კანონში ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: - დავით სონღულაშვილმა, ლევან მგალობლიშვილმა, გელა სამხარაულმა, გოჩა ენუქიძემ, ბეჟან წაქაძემ, ელგუჯა გოცირიძემ და ირაკლი (დაჩი) ბერაიამ წარადგინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა