ალუდა ღუდუშაური - ყოველგვარი სპეკულაცია, რომ ვინმე ხელოვნურად იყო გაძევებული კომიტეტიდან ან კითხვების დასმის საშუალება არ მივეცით, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა

ყოველგვარი სპეკულაცია, რომ ვინმე ხელოვნურად იყო გაძევებული კომიტეტიდან ან კითხვების დასმის საშუალება არ მივეცით, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაური 5 კომიტეტის გაერთიანებული სხდომიდან "ტვ პირველის" დირექტორის ვატო წერეთლის გაძევებას.

მისი თქმით, წერეთელს არ ჰქონდა საქმიანი კითხვები და პოპულიზმის და შეურაცხყოფის გზა აირჩია.

"მოლოდინი მქონდა, რომ კომიტეტზე საქმიანი კითხვები დაისმებოდა, თუმცა, ამის ნაცვლად ძირითადად პოპულისტური განცხადებები მოვისმინეთ. ამის მაგალითი გახლდათ ვახტანგ წერეთლის სრულიად ამორალური განცხადება. როგორც ჩანს, არ იყო მომზადებული და არ ჰქონდა საგნობრივი, საქმიანი კითხვები და არჩია პოპულიზმის გზას დადგომოდა, უფრო მეტიც, შეურაცხყოფები არჩია და ეს არც ის ადგილია და არც ის მოცემულობა, რომ მსგავს პერსონებს მივცეთ საშუალება შეურაცხმყოფელი განცხადებები აკეთოს. შეგიძლიათ შეადაროთ - კომიტეტმა ყველა პირს მისცა საშუალება, ვისაც ჰქონდა საქმიანი კითხვები და შეგიძლიათ იხილოთ ამის საილუსტრაციოდ რამდენი დრო დაეთმო გვარამიას კითხვებს, ყველა კითხვა დასვა ამომწურავად და ამის საშუალება მივეცით, იმისგან განსხვავებით რა გზაც აირჩია წერეთელმა. ასევე გვარამიას მსგავსად საშუალება ჰქონდა კითხვები დაესვა ნინო ჯანგირაშვილსაც. ყოველგვარი სპეკულაცია, რომ ვინმე ხელოვნურად იყო გაძევებული კომიტეტიდან ან კითხვების დასმის საშუალება არ მივეცით, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, ეს მცდელობა არის უსუსური და "ფეიკი",- განაცხადა ღუდუშაურმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი