ანდრიუს კუბილიუსი - დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის  - ეს თუ არ მოხდება, ცხადი გახდება, რომ მათი მომავალი მსხვერპლად შესწირეს პუტინის დაშოშმინებას

ევროპარლამენტის ლიეტუველმა დეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა პუტინის დაშოშმინებას არ უნდა შეეწირონ.

„პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას და არა ქართველებმა და უკრაინელებმა. ჩვენ ვიცით, სადამდე მიიყვანა ჰიტლერის დაშოშმინების სტრატეგიამ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო”,- განაცხადა მან.

კუბილიუსის თქმით, დროა ნაბიჯი გადაიდგას საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის და ეს ხვალინდელ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა დაიწყოს.

„ასევე უნდა წავიწიოთ წინ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საკითხზე. ეს თუ არ მოხდება, მაშინ ცხადი გახდება, რომ ამ ქვეყნების მომავალი რეალურად მსხვერპლად შესწირეს პუტინის დაშოშმინებას“, - განაცხადა მან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია