ლატარიის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესი იცვლება

ლატარიის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესი იცვლება.

ლატარიების გადასახდელის დაანგარიშების წესის ცვლილებას „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უმრავლესობის დეპუტატებმა - ირაკლი ზარქუამ და ირაკლი (დაჩი) ბერაიამ წარუდგინეს.

კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ლატარიის ორგანიზატორი მოსაკრებელს აღარ იხდის. იგი “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის მიხედვით, ყოველკვარტალურად სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის გადასახდელს - ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტს, რაც პროექტის ინიციატორის ირაკლი ზარქუას განმარტებით, ლატარიის ორგანიზატორის ფინანსურ ტვირთს არაგონივრულად ზრდის.

ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების პრინციპის ცვლილება ლატარიის ორგანიზატორს შესაძლებლობას მისცემს მოახდინოს დაზოგილი ფინანსური რესურსის რეინვესტირება და ლატარიის ბილეთების რეალიზაციის მაჩვენებლები გაზარდოს, რაც კანონის პროექტის ავტორთა შეფასებით, ლატარიის ორგანიზატორის ფინანსურ მონაცემებს გააუმჯობესებს და შედეგად, ხელს შეუწყობს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ამ მიმართულების - ლატარიის ინდუსტრიის განვითარებას.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი