ფინანსთა მინისტრი - 2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6 პროცენტით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით

2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6 პროცენტით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან ქვეყანას ეკონომიკის აღდგენის შთამბეჭდავი ტემპი აქვს, რითაც საქართველო ლიდერია არამხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა.

„ჩვენ გადასახადის გადამხდელთა დეკლარაციების საფუძველზე, ყოველდღიურად ვაკვირდებით დასაქმების მაჩვენებელს. წელს, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 4,1 პროცენტით მაღალია 2019 წელთან შედარებით. ტურიზმის მაღალი წილი ჩვენს ეკონომიკაში იყო იმის მიზეზი, რომ პანდემიის გავლენა ერთ-ერთი მაღალი გვქონდა რეგიონში. გასულ წელს, მარტის შემდგომ, თითქმის განულდა ტურისტული ვიზიტები, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო სექტორისთვის. მიმდინარე წელს, გაზაფხულიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ხდება ტურიზმის აღდგენა და ივლისის თვიდან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის 50 პროცენტს აჭარბებს. წლის დასაწყისის დაბალი ტემპის გათვალისწინებით, 2021 წელს ტურიზმიდან ეკონომიკაში მიღებული შემოსავლები 2019 წლის მესამედს მიაღწევს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი განცხადებით, მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდა და წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა 8.4 პროცენტი იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა