ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ ახლა პოლიტიკური დევნის სეზონი გვაქვს

აბსურდულია ეს საქმე, რომელიც 3 წელია მიმდინარეობს, რომლის მიზანიც იყო ჩემი და მამუკა ხაზარაძის ღირსების მაქსიმალური შელახვა. ხვალ არის ბოლო სხდომა, ჩვენ გვექნება საშუალება, კიდევ ერთხელ საზოგადოებას ავუხსნათ, რამდენად აბსურდულ ბრალდებასთან გვაქვს საქმე, რამდენად თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილია ეს ყველაფერი, - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყების წინ.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში პოლიტიკური დევნის პრობლემა იქნება. მისი განცხადებით, მიუხედავად ამ დევნისა, არ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების წონასწორობის დარღვევა და ასევე ისინი ყველა გამოწვევისთვის მზად არიან.

“შეხვედრაზე განხილვის საგანი იქნება მიმდინარე პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ახლა სეზონი პოლიტიკური დევნის და რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ერთდროულად, სხვადასხვა ადამიანების მიმართ, მედია მენეჯერების, პოლიტიკოსების, ასე რომ, ამ პროცესმა მიიღო ძალიან მძაფრი, ინტენსიური ხასიათი. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმტკიცე, სიმშვიდე, კოორდინაცია ოპოზიციურ ძალებს შორის, არამც და არამც, ამ ზეწოლამ და პოლიტიკურმა დევნამ ჩვენ არ უნდა დაგვაკარგვინოს წონასწორობა, ასე რომ ვართ მტკიცედ, ვართ მშვიდად, ყველა გამოწვევისთვის მზად ვართ.

იმდენად აბსურდულია ეს საქმე, რომელიც 3 წელიწადია მიმდინარეობს, რომლის მიზანიც იყო ჩემი და მამუკა ხაზარაძის რეპუტაციის მაქსიმალური შელახვა, დამცირება, ზიანის მოყენება, ეს პროცესი მთავრდება ხვალ, ვგულისხმობ 3- წლიან ციკლს, ხვალ არის ბოლო სხდომა, ჩვენ გვექნება საშუალება, კიდევ ერთხელ საზოგადოებას ავუხსნათ, რამდენად აბსურდულ ბრალდებასთან გვაქვს საქმე და რამდენად თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილია ეს ყველაფერი.

რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, სასამართლოს და მოსამართლის გადაწყვეტილებას ვგულისხმობ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ვითარებაში იმდენად აბსურდულია ეს საქმე, დღევანდელი სასამართლო სისტემისთვისაც კი ძნელი იქნება ამ აბსურდის გაზიარება, თუმცა უნდა დაველოდოთ მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელიც ალბათ, როგორც მე ვიცი, ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს. ეს ზეწოლა და წნეხი ვერ მოახდენს ოპოზიციის გახლეჩვას, პირიქით, ეს მოახდენს ოპოზიციის კონსოლიდაციას. ჩვენი ამოცანა რჩება, იყო და მომავალშიც იქნება ის, რომ აღარ განმეორდეს ეს სიგიჟე, რაც ჩვენ ვნახეთ, იგივე ჩვენთან მიმართებაში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა