ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს - ამ ბიუჯეტში სად ხედავთ „შემოჭერილ ქამრებს“? ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან და ბიუროკრატიასა და მთავრობას არაფერი ეტყობა

თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ბიუჯეტში თქვენ სად ხედავთ „შემოჭერილ ქამრებს“? ქვეყანასა და ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან და ბიუროკრატიასა და მთავრობას „ქამრების შემოჭერის“ არაფერი ეტყობა, - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელიც დეპუტატებს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს.

მისივე თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი არასაკმარისადაა გაზრდილი.

„ადრე, „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში, ყოველი ბიუჯეტის განხილვის დროს ამბობდა ხოლმე „ქამრების შემოჭერას“, იყო ასეთი ტერმინი, ახლა საერთოდ ლექსიკაშიც აღარაა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ბიუჯეტში თქვენ სად ხედავთ „შემოჭერილ ქამრებს“? ქვეყანასა და ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან და ბიუროკრატიასა და მთავრობას „ქამრების შემოჭერის“ არაფერი ეტყობა. ერთი კარგი რაც არის, ეს არის ვეტერანების დახმარების ზრდა. არც 100 ლარი არის ის ღირსეული ანაზღაურება და თანხა, რაც ვეტერანმა თავისი თავგანწირვისთვის უნდა მიიღოს, მაგრამ ღარიბი ქვეყანა ვართ და 22 ლართან შედარებით ზრდა არის. მაგრამ ასევე, რასაც არაფრით არ ვეთანხმები, ეს არის თავდაცვის ბიუჯეტი. პირველ ვერსიასთან შედარებით, გარკვეულწილად გაიზარდა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ აღმაშფოთებლად არასაკმარისად. ვხედავთ რუსეთი უკრაინასთან მიმართებით რასაც აკეთებს, მისი მეორე საკბილო ჩვენ ვართ. ჩემი აზრით, ეს ბიუჯეტი არ არის ოკუპირებული ქვეყნის ბიუჯეტისთვის საკადრისი. რეალურად საბრძოლო მოქმედებაში ვართ. კი ვართ გაჩერებული და გაყინული, მაგრამ აქ არიან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში და ჯარი არ არის სოციალური პროექტი მხოლოდ ხელფასები რომ ვარიგოთ. არც ხელფასებია ბევრი, თუმცა, შეიარაღება თუ არ შეისყიდა ჯარისთვის ხელისუფლებამ, გვეყოლება ანაზღაურებადი ადამიანები სახელმწიფო სამსახურში. ფიქრობთ თუ არა, არის თუ არა რესურსი, რომ სადმე გამოიწუროს ეს თანხა და გაიზარდოს გარკვეულწილად ისევ თავდაცვის ბიუჯეტი?“- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა