ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას  ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარს ვუჭერთ - ძალიან ვღელავთ რუსეთის მოქმედებების გამო

უპირველეს ყოვლისა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, განსაკუთრებით მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას მხარს ვუჭერთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ძალიან ვღელავთ რუსეთის მოქმედებების და იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც დგამს ეს ქვეყანა, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს არ ეთქმის სიტყვა საკითხზე, ვის აქვს ევროკავშირში ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უფლება.

„მიგვაჩნია, რომ რუსეთს სიტყვა არ ეთქმის შემდეგ საკითხებზე: როგორ დაიცავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის საზღვრებს ან ვის აქვს ევროკავშირში ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უფლება. ძალიან მყარად ვდგავართ ამ საკითხთან მიმართებით.

ვისაც სწრაფად მოქმედება სურს, უნდა ჰქონდეს ამის უფლება. თუმცა, ამავდროულად, ეს დათქმა ქვეყნებში რეფორმების განხორციელებასაც გულისხმობს. მე ესტონეთიდან გახლავართ და ეს გზა ჩვენ გამოვლილი გვაქვს. ამას განა იმიტომ ვაკეთებდით, რომ ევროკავშირი გვთხოვდა? ეს ჩვენივე ქვეყნისთვის იყო საჭირო. ჩვენი სასამართლო სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს, სამართლის უზენაესობის პრინციპი დამკვიდრებული უნდა იყოს, რათა ინვესტორებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ნდობა გამოუცხადონ; არც ოპოზიცია უნდა იყოს შევიწროვებული და ზოგადად - დემოკრატია უნდა მუშაობდეს“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა