სმარტ ტელევიზორებს  ქართული სატელევიზიო პლატფორმა Silk Go დაემატა

დღეიდან სმარტ ტელევიზორების მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ქართული აპლიკაციით Silk Go ისარგებლონ და Silk TV-ის რეიტინგულ არხებთან ჰქონდეთ წვდომა.

თუ გაქვთ სმარტ ტელევიზორი, გაიარეთ ავტორიზაცია მარტივად:

  • ჩამოტვირთე აპლიკაცია "Silk Go" ტელევიზორში. • გამოიყენე მობილურის QR კოდი; • მიყევი რეგისტრაციის პროცესს ტელევიზორის ვებ ბრაუზერიდან საიტზე - http://silktv.ge/register

Silk Go პლატფორმასთან ერთად სილქნეტმა საახალწლო საჩუქარი გაუკეთა მომხმარებელს - ტელემაყურებელს შეუძლია პაკეტ „პრემიუმ ჯეორჯიას“ არხებით უფასოდ ისარგებლოს 15 იანვრის ჩათვლით. ქართულ არხებს შორისაა: 1 არხი; ტვ პირველი; იმედი; რუსთავი 2; მაესტრო; GDS TV; ფორმულა; მთავარი არხი; Music Box; არტარეა და სხვა; ასევე ევრონიუს ჯორჯია; Silk Sport-ის სამივე არხი, სადაც სპორტული ექსკლუზივებია ეთერში: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, სერია A, რაგბისა და NBA ჩემპიონატები; სილქ უნივერსალი, სილქ კინო არხები, სილქ დოკუმენტური და Silk Kids. უცხოურ კატეგორიაში გასართობი, საინფორმაციო, მუსიკალური, საბავშვო, სპორტული, შემეცნებითი არხებია თავმოყრილი: BBC; Дождь; CNBC; Mezzo. ასევე, ავტომოყვარულები, კინომოყვარულები და კულინარიით დაინტერესებული მომხმარებელი სამაუწყებლო ბადეში სასურველ არხებს აღმოაჩენენ. არხების გარდა, მომხმარებელს 15 იანვრის ჩათვლით, დამატებით წვდომა ექნება სხვადასხვა კონტენტთან: წინანდლის მუსიკალური კონცერტების პროგრამასთან, ფილმებთან და სერიალებთან.

Silk GO აპლიკაციით სარგებლობა Smart TV-ზე შესაძლებელია ნებისმიერი პროვაიდერის ქსელით (როგორც LAN კაბელით, ისე WiFi კავშირით). რეგისტრაცია

Silk GO აპლიკაციით სარგებლობენ ასევე, მობილურებზე, პლანშეტებზე, პერსონალურ კომპიუტერებზე, ნებისმიერი პროვაიდერის ქსელის პირობებში. გაიგე მეტი.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს