ირაკლი კობახიძე - შერიგების მთავარი წინაპირობაა, რომ სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი - არა მარტო სააკაშვილმა, არამედ ამ უმძიმესი რეჟიმის ლიდერებმა უნდა აღიარონ დანაშაულები და პოლიტიკიდან წასვლაზე განაცხადონ

შერიგებას აქვს თავის წინაპირობები - მთავარი წინაპირობა არის ის, რომ სართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, „არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე”, ეს არის ცნობილი ფრაზა, რომელიც აქტუალურია ჩვენი პოლიტიკური მოცემულობისთვისაც, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა დანაშაული უნდა აღიაროს და პოლიტიკიდან წავიდეს, ასევე უნდა მოიქცნენ ამ პარტიის სხვა ლიდერებიც.

"სამართლიანობა არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მშვიდობისთვის და პირველ რიგში ამაზე უნდა ვისაუბროთ. ამისთვის, მნიშვნელოვანია, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა, სააკაშვილის ხელმძღვანელობით უნდა აღიარონ ის უმძიმესი დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი და ამასთან ერთად, უნდა თქვან, რომ საქართველოში დროა დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი. ევროპული სტანდარტი მდგომარეობს იმაში, რომ დანაშაულის ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან, ეს არის მინიმალური ევროპული პოლიტიკური სტანდარტი. როცა შენ გყავს ნაწამები, შენი დაკვეთით აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, როცა მოპარული გაქვს ხან 9 მილიონი, ხან 48 მილიონი, ხან 2 მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამის შემდეგ გინდა პოლიტიკაში დარჩენა, ამით პირდაპირ ეწინააღმდეგები ევროპულ პოლიტიკურ სტანდარტს", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გარანტია, კობახიძე აღნიშნავს, რომ "მთლიანად ნაცმოძრაობაზეა საუბარი".

"ნაცმოძრაობა" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელმძღვანელობდა კრიმინალურ რეჟიმს 9 წლის მანძილზე, ამ რეჟიმის შედეგები იყო ადამიანების წამება, მედიის სრული მონოპოლიზაცია და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება, შესაბამისად, ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის”, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, იქნება თუ არა ეს მისი გათავისუფლების საფუძველი, კობახიძე ამბობს, რომ ამაზე გადაწყვეტილებას ისინი არ იღებენ, თუმცა, მნიშვნელოვანია სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმაც აღიარონ დანაშაული და წავიდნენ პოლიტიკიდან.

"ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამაზე და მეორე - არა მარტო სააკაშვილმა, არამედ ამ უმძიმესი რეჟიმის ლიდერებმა უნდა აღიარონ დანაშაულები და განაცხადონ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე. ამ შემთხვევაში ისინი ხელს შეუწყობენ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, სხვა რესურსი მათ არ აქვთ და იქნებიან ხელშემწყობები იმ პროცესების, რაც ქვეყანას არ ადგება. თეორიულად რომ ვისაუბროთ ერთადერთი სწორი ნაბიჯი ეს იქნება, თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ მათ არ აქვთ ღირსება და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ", - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში