„საქართველოს ბანკისა“ და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისა და პერსონიზებული გამოცდილების შექმნის მიზნით, ციფრული ინოვაციების დანერგვას განაგრძობს.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ციფრული საბანკო პროდუქტების გამრავალფეროვნებისა და მომსახურების დახვეწის მიზნით, „საქართველოს ბანკისა“ და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება.

მათივე ცნობით, ქართული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანიისა და ბანკის კოლაბორაცია დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების კიდევ უფრო დახვეწას მოიცავს.

„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს საქმიანობაში ციფრული ინოვაციების ინტეგრირებას და იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, რასაც ციფრული ტექნოლოგიები გვთავაზობს. გრძელდება ჩვენი პარტნიორობაც Sweeft Digital-თან, იმისათვის, რომ მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს მომხმარებელთან და მათ მაქსიმალურად პერსონიზებული მომსახურება შევთავაზოთ. თანამშრომლობის ფარგლებში, Sweeft-ის პროფესიონალ გუნდთან ერთად, უკვე არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება. მოხარული ვართ, რომ Sweeft-ის მხარდაჭერით გვაქვს წვდომა სწორედ იმ ადამიანურ რესურსზე, რომელიც ქვეყანაში საუკეთესო ციფრული საბანკო პროდუქტების შექმნაში გვეხმარება“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

Sweeft Digital-ის დამფუძნებლის, ვახო თურნავას თქმით, Sweeft Digital, როგორც ქართველ, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და დეველოპერების მომსახურებას სთავაზობს.

„Sweeft-ის მაღალკვალიფიციური კადრების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ბანკთან კოლაბორაცია და ერთად საუკეთესო სერვისს ვქმნით მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა, ვახო თურნავამ.

ცნობისთვის, ქართული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია Sweeft Digital-ი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან და მათ ისეთ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა: აპლიკაციების შექმნა, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა და სხვა. დღეს, Sweeft-ი ესპანური საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდება, 300-მდე ადამიანს ასაქმებს და 3 წლის განმავლობაში 1,200-მდე ქართველ დეველოპერს საერთაშორისო პროექტებზე დაასაქმებს.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!