თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და კონკრეტულ კითხვებს სრული და ობიექტური პასუხი გაეცემა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და კონკრეტულ კითხვებს სრული და ობიექტური პასუხი გაეცემა.

"ჩემი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია, ხორციელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დარწმუნებული ვარ, სრულად და ობიექტურად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევალთ იმ დისკუსიებში, რომელიც რიგი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კონკრეტული გარდაცვალების ფაქტებით მანიპულირებას ისახავს მიზნად", - აცხადებს რიჟვაძე.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიკერძოებულ გამოძიებაზე საუბარს, რიჟვაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” რას ამბობს, ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგის გამომხატველია.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გარდაიცვალა. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძეს, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა