კახა კალაძე - „ნაცმოძრაობას“ აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი - ეს უმძიმესი პერიოდი უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ბოროტი და სისხლიანი

“ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიანი პერიოდი უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი და ყველაზე სისხლიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ეროვნული შერიგების იდეასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ამ საკითხზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, პირველ რიგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააანალიზოს საკუთარი მმართველობის წლები.

„პირველ რიგში, ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი, თუ რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს იყო უმძიმესი 9-წლიანი პერიოდი, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი. რაც შეიძლება რომ ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფერი იკადრეს და გაუკეთეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის უმძიმესი 9-წლიანი მმართველობის პერიოდი“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს