ირაკლი ღარიბაშვილი - პროფესიულ დღეს ვულოცავ თითოეულ საჯარო მოხელეს, მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეები სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენს წარმოადგენენ და მათი მხარდაჭერა ხელისუფლების პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდა იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია.

"მინდა პროფესიული დღე მივულოცო საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, მუდამ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და უდიდეს როლს ასრულებენ თანამედროვე, დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია.

2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, მომავალში გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტული.

კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს თითოეულ საჯარო მოხელეს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა