გიორგი მშვენიერაძე - პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლო არის მიხეილ სააკაშვილი და მისი პატიმრობა

პარტია "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია და უფლებადამცველი გიორგი მშვენიერიძე იურისტებს ხვდებიან.

როგორც ელენე ხოშტარიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკურ დევნაზე და მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც.

„მე და გიორგი მშვენიერაძემ ცოტა ხანია, რაც დავიწყეთ სხვადასხვა პროგრესიულ ჯგუფთან კონსულტაციები ზოგადად პოლიტიკურ დევნის საკითხზე. ეს არ არის მხოლოდ პარტიული საკითხი, ეს ეხება მთლიანად საზოგადოებას. ჩვენ საუბარი გვექნება ყველანაირი კონკრეტული პოლიტიკურ მიკერძოების გარეშე. შეხვედრებზე განსხვავებული პოლიტიკურ შეხედულების ხალხი გვყავს, რომელიც პროფესიული ეთიკით ხელმძღვანელობენ. გვინდა ვიმსჯელოთ პოლიტიკურ დევნაზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. ეს ადამიანები ახსნიან რაშია პრობლემა ამ პოლიტიკური დევნის და რატომ ცდება ეს ერთ პერსონას და რატომ არის დამანგრეველი ქვეყნისთვის", - განაცხადა ხოშტარიამ.

თავის მხრივ, უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლო მიხეილ სააკაშვილი და მისი პატიმრობაა.

„ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები ცალსახად გვაჩვენებს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან საერთო გამოსავალი არის მოსაძებნი, რომელსაც, სამწუხაროდ, აღარ აქვს არც მხოლოდ პოლიტიკური, არც ისტორიული განზომილება. დიდი ხანია მას სამართლებრივი განზომილება აქვს, რადგან ბევრი საქმე სამართლიანად აღძრავს პოლიტიკურად მოტივირებულ ეჭვებს. ამ საქმეებზე მოსაძებნია გამოსავალი. დღეს მნიშვნელოვანია ჩემი კოლეგების მოსაზრებები მოვისმინოთ და ვნახოთ, რა სამართლებრივ გზებს ეძებენ, რომ მსგავსი პოლიტიკური მართლმსაჯულება თავიდან ავიცილოთ და მიმდინარე საქმეებზე იყოს მიღწეული გარკვეული გზების ძიება.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლო არის მიხეილ სააკაშვილი და მისი პატიმრობა, რადგან შესაძლებელია არსებობდეს ადამიანებს შორის განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი იყო ის პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილის დროს ტარდებოდა. მაგრამ როდესაც საქმე არის ამ საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღებაზე და მათ შორის მსჯავრდებაზე, ეს არის ძალიან ხარვეზიანი და მათ თან ერთვის პოლიტიკური მოტივები", - განაცხადა მშვენიერაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა