„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Adapter-ში ჩართული ქალი მეწარმეებისათვის შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს ბანკი“ ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს.

„საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, ამჯერად ციფრული ადაპტაციის პროგრამა Adapter-ის მონაწილეებისთვის „ვორქშოპი“ გაიმართა, სადაც ინდუსტრიის პროფესიონალებმა მათ სასარგებლო რჩევები გაუზიარეს.

კომპანიის ცნობით, შეხვედრა წინა საახალწლოდ შოპინგის გაზრდილი აქტივობის ფონზე, ციფრულ არხებში გაყვიდების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა.

შეხვედრას Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში - დიანა კიღურაძე, Adapter.ge-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი - ნიკოლოზ ფოფხაძე, Extra.ge-ს გენერალური დირექტორი, ანზორ მანწკავა და Digital Area-ს ციფრული მარკეტერი - ბექა ყაფლანიშვილი უძღვებოდნენ.

როგორც „საქართველოს ბანკში” აცხადებენ, უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ბანკისა და Visa-ს პარტნიორობით ქალი მეწარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter“-ი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უწევს მხარდაჭერას, როგორიცაა: გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა.

„პანდემიის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე, უკვე რამდენიმე თვეა ქალ მეწარმეებს Visa-სთან პარტნიორობით ციფრული ადაპტაციის უფასო პროგრამას ვთავაზობთ. პროექტის ფარგლებში 30-მდე ქალმა მეწარმემ წარმატებით განათავსა საკუთარი პროდუქცია Extra.ge-ზე და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდა მათზე ხელმისაწვდომობა. გადავწყვიტეთ, წინა საახალწლოდ ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობის საპასუხოდ, პროექტის ბენეფიციარებისთვის დამატებითი შეხვედრა გაგვემართა, სადაც მონაწილეებმა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევები მიიღეს. ჩვენი მიზანია, კიდევ მეტ ქალ მეწარმეს მივცეთ წვდომა საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რესურსზე. გვჯერა, რომ “Adapter”-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად, ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში“, – აცხადებს მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან ბარათაშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება