რამაზ გერლიანის მეგობრების ინფორმაციით, გაუჩინარებულ ექსპერტს ტელეფონში მასსა და სამართალდამცველს შორის შეხვედრის ჩანაწერი ჰქონდა შენახული

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის“, რამაზ გერლიანის მეგობრების ინფორმაციით, გერლიანს მობილურ ტელეფონში მასსა და სამართალდამცველ გიორგი გოგნიაშვილს შორის, მის საცხოვრებელ სახლში გამართული შეხვედრის ჩანაწერი ჰქონდა.

როგორც გერლიანის მეგობარმა ნოდარ სირბილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია ტელეფონში არსებული ინფორმაცია გასაჯაროვდეს. ამასთანავე, მისი თქმით, უნდა დაიწყოს გამოძიება გერლიანის გამოქვეყნებული „ფეისბუქ პოსტის“ წაშლასთან დაკავშირებით.

„ეს ყველაფერი რამაზ გერლიანმა იმისთვის გააკეთა, რათა გვენახა ტელეფონში არსებული ინფორმაცია. რამაზი გვეუბნებოდა, რომ ტელეფონით ჰქონდა ჩანაწერი იმ ადამიანთან შეხვედრის, რომლის ფოტოსურათიც გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია ტელეფონში არსებული ინფორმაცია ყველასთვის გახდეს ცნობილი. კიდევ ერთი საინტერესო გარემოებაა „ფეისბუქიდან“ რამაზის პოსტის წაშლა, იმ პოსტის, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც რამაზი გაუჩინარდა. ამაზეც უნდა დაიწყოს გამოძიება ვინ იყო რამაზ გერლიანის "ექაუნთით" შესული და წაშალა აღნიშნული პოსტი“, - აღნიშნა ნოდარ სირბილაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად, რამაზ გერლიანის მეუღლე ძალოვანი უწყების წარმომადგენელს იცნობდა და გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოიტყუა, გერლიანის მეგობრის განმარტებით, სამართალდამცველმა მისი მეუღლე თავდაპირველად ყალბი „ფეისბუქ გვერდიდან“ გაიცნო, შემდეგ კი რეალური გვერდიდან განაგრძეს ურთიერთობა და სახლში მოსანახულებლად მიაკითხა.

„რამაზის პირადი საუბრებიდან ვიცი, რომ მისი მეუღლე იცნობდა აღნიშნულ პიროვნებას. თავდაპირველად დაუკავშირდა ყალბი „ფეისბუქ გვერდიდან“, „ავტონაწილების ჯგუფის“ სახელით გაეცნო და შემდგომ რეალური „ფეისბუქ გვერდიდან“ განაგრძეს ურთიერთობა. ამის შემდეგ მოხდა, რომ ააკითხა სახლში მოსანახულებლად და რამაზმა აღმოაჩინა თავის სახლში ეს პოლიციელი“, - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა