სოზარ სუბარი - „მაკდონალდსის" გვერდით მოუწევთ შიმშილობა და თუ მოინდომებენ მსუბუქ შიმშილობას, პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, „მაკდონალდსის" ჰამბურგერებს მიირთმევენ

„მაკდონალდსის" გვერდით მოუწევთ შიმშილობა და თუ მოინდომებენ, რომ მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, "მაკდონალდსის" ჰამბურგერებს მიირთმევენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" მასობრივი შიმშილობის აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აქცია უაზროა და კარგი იქნება, ისინი პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდნენ.

„ადამიანი დამნაშავეა თუ არა და სასჯელი უნდა მოიხადოს თუ არა, ეს შიმშილობით არ წყდება. შიმშილობის უფლება ყველას აქვს და ახლა რომ ვთქვა, იშიმშილონ, ეს ჩემი მხრიდან ცოტა ცინიკური იქნება, მაგრამ ბუნებრივია, მათ ნებაშიც ბუნებრივია, ვერ ჩავერევი. თვითონაც მიხვდებიან, რომ ძალიან უაზრო აქცია წამოიწყეს. კარგი იქნება, რომ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდნენ და მიხეილ სააკაშვილი მიხვდეს, როგორი შეცდომაც იყო ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა და ყველა ხელში ატაცებულს აიყვანდა თანამდებობაზე და ოლიმპოზე. ისევ ის შეცდომაა ახლა, როცა თავის თანაგუნდელებს აშანტაჟებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე აქციებით აიძულონ ხელისუფლება ან ვინმე, სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს. სააკაშვილი სასჯელს მოიხდის. ეს არის სამართლებრივი პროცესი და მას არაფერი საერთო პოლიტიკასთან არ აქვს. „მაკდონალდსის" გვერდით შიმშილობა მოუწევთ და თუ მაინც მოინდომებენ, მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, "მაკდონალდსის" ჰამბურგერებს მიირთმევენ,"- განაცხადა სუბარმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის