ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა, „ომიკრონის“ დაფიქსირების ფონზე, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა, „ომიკრონის“ დაფიქსირებისა და ინფიცირების დაბალი ტემპის ფონზე, ამ ეტაპზე დამშვიდების საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სტაბილიზაციისკენ სვლა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც აღინიშნება. 2739 ახალი შემთხვევა ჩვენსავით პატარა ქვეყნისთვის სერიოზულია, ამიტომ, ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ აგვაძლევს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ოდნავ მომატებულია ვაქცინაციის ტემპი, თუმცა, ეს მაჩვენებელი არასაკმარისია.

„გვჭირდება, რომ ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო გაიზარდოს. დღეში სულ მცირე 30 ათასი აცრა გვჭირდება. ეპიდსიტუაციის გარკვეული პოზიტიური დინამიკა არის, მაგრამ დგას მეორე დიდი პრობლემა, რომელმაც მთელ მსოფლიოში შეშფოთება გამოიწვია, ეს არის „ომიკრონი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან „ომიკრონის“ ძირითად მახასიათებლებზე ისაუბრა.

„ინკუბაციური პერიოდი 3 დღემდე ჩამოვიდა, როცა „დელტაზე“ იყო 4 დღე და „ალფაზე“ საშუალოდ 5 დღე. შემთხვევების 1/3-ს სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც შემთხევების დიდი რაოდენობის ფონზე, შესაძლოა საკმაოდ დიდი ზეწოლა იყოს ჯანდაცვის სისტემაზე. ვაქცინაცია არის პრევენციის მთავარი საშუალება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი