ვახტანგ მეგრელიშვილი - 2 წელია კოვიდის წინააღმდეგ ვმუშაობთ, ცოლებს ქმრების გვერდზე არ ვსვამთ, სოფლებს ვკეტავთ და სიკვდილიანობით მე-7 ადგილზე ვართ - არაფერი რომ არ გაგვეკეთებინა, რა გგონიათ, რომელ ადგილას ვიქნებოდით?!

ორი წელია კოვიდის წინააღმდეგ ვმუშაობთ, ქუჩებს ვრეცხავთ, ცოლებს ქმრების გვერდზე არ ვსვამთ, სოფლებს ვკეტავთ, ხალხს რაღაცებს ვუკრძალავთ, სეგრეგაციას ვახდენთ და სიკვდილიანობით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე ვართ - ანუ საერთოდ არაფერი რომ არ გაგვეკეთებინა და ცხოვრება ჩვეულებრივ გაგვეგრძელებინა, რა გგონიათ, რომელ ადგილას ვიქნებოდით?! - აღნიშნული კითხვით მმართველ გუნდს “გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

ამ კონტექსტში მეგრელიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც ექიმს სურს იცოდეს და არა სადღეგრძელოს დონეზე, რა კატეგორიის პაციენტები იღუპება და როგორ შეიძლებოდა მათი დახმარება.“რაიმე ინფორმაცია, რაც აზრთან ახლოს იქნებოდა სამინისტროს ან რომელიმე სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციას როდესმე გამოუტანია?! ამდენი ფული რომ დაიხარჯა, შევისწავლეთ ვინ მოგვიკვდა და რატომ მოგვიკვდა?! ან ამ ჩვენმა ღონისძიებებმა რა გავლენა მოახდინა, რამე გავიგეთ?! მთავრობას ვადა ერთი წლით რომ უნდა გავუგრძელოთ, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი კიდევ ერთი წელი საერთოდ ხმას არ ამოიღებს და არ ჩაიხედება, რა ხდება - დავიხოცებით, არ დავიხოცებით სულ ფეხებზე გვკიდია! თურმე ახლა კარგი პრემიერ-მინისტრი გვყავს, რომელიც ჩემი აზრით, თუ ის შეზღუდვების მოხსნას ემხრობა, მართალია და პარლამენტი ყოფილა იდიოტი! თუ ის კაცი იმ ჭკუაზეა, რომ უნდა გავიხსნათ, მე იმ კაცისკენ ვარ“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა იმართებოდეს დებატები "მწვანე პასპორტების" შემოღების, ადამიანების სავალდებულო აცრა-არაცრის შესახებ და პასუხისმგებლობა სხვაზე არ უნდა იყოს გადაბარებული.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატებისა და ოპოზიციის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლის საფუძველზეც, მთავრობას კოვიდსაწინააღმდეგო შემზღუდავი ღონისძიებების მისაღებად, უფლებამოსილების ვადა ერთი წლით - 2023 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა