ნიკოლოზ სამხარაძე - პრესასთან გამოსვლის შემდეგ ლავროვი რა განცხადებასაც გააკეთებს, ყოველ ჯერზე ჩვენ ნოტები ვაფრინოთ საჭირო არ არის, ყველამ კარგად იცის, რა არის ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა

პრესასთან გამოსვლის შემდეგ ლავროვი რა განცხადებასაც გააკეთებს, ამაზე ყოველ ჯერზე ჩვენ ნოტები ვაფრინოთ საჭირო არ არის, ყველამ კარგად იცის, რა არის ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, რასთან დაკავშირებითაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებენ, "ყურით მოთრეული" თემაა და რეალურად ყველა საერთაშორისო ფორუმსა და შეხვედრაზე ხდება ოკუპაციის საკითხის ხაზგასმა.

"ლავროვის განცხადება არის კლასიკური გაგრძელება რუსული პოლიტიკის და ნარატივის, რომ თითქოს საქართველოში საზოგადოებას არ უნდა დასავლეთთან ინტეგრაცია და ნატო- ში გაწევრიანება და ეს ძალით თავსმოხვეული პირობაა. გასაკვირიც არაა ლავროვის მხრიდან ეს განცხადება, ამას დიდი ხანია აკეთებენ, მას შემდეგ რაც საქართველომ პირველად გააკეთა განაცხადი წევრობაზე და ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში იყო. ამიტომ, ეს არის კლასიკური რუსული პოლიტიკის გაგრძელება, რომ დეზინფორმაციით და ყალბი ამბებით მოაჩვენონ პირველ რიგში, ალბათ საკუთარ საზოგადოებას და მერე მათ სატელიტ პოლიტიკოსებს, რომ სინამდვილეში არ უნდა ნატო- ში გაწევრიანება. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა და მტკიცე ნაბიჯები ნატო- ში ინტეგრაციის მიმართულებით.

არგაღიზიანების პოლიტიკა მგონი ყურით მოთრეული საკითხია, რადგან ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა შეხვედრაზე და ყველა განცხადებაში თუ დეკლარაციაში ვაფიქსირებთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი ქვეყანა, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ყველანაირად ხელს უშლის საქართველოს განვითარებას, მათ შორის, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არგაღიზიანების პოლიტიკაში ვერანაირად ვერ ჯდება, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და ყველა კომენტარის და პრესასთან გამოსვლის შემდეგ ლავროვი რა განცხადებასაც გააკეთებს, ამაზე ყოველ ჯერზე ჩვენ ნოტები ვაფრინოთ საჭირო არ არის, ყველამ კარგად იცის, რა არის ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა,"- განაცხადა სამხარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო