ხატია დეკანოიძე - შიმშილობის პროტესტში მონაწილე ადამიანებზე ქილიკი განსაკუთრებით დიდი ამორალურობაა

მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის სრულიად უცნობია იმ თავგანწირვის ფორმების შესახებ, რომელსაც შეიძლება მიმართოს ადამიანმა თავისუფლებისა და ზოგადად იდეისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მასობრივი შიმშილობის პროტესტთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, "ქართული ოცნებისთვის" პროტესტისა და თავგანწირვის ეს ფორმა უცნობია, რადგან „მათთვის მხოლოდ ოლიგარქის მსახურება“ არის მნიშვნელოვანი.

"რას საუბრობენ უმრაველესობის წარმომადგენლები, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ყველას შევახსენებ და განსაკუთრებით მათ, რომ პროტესტის ამ ფორმაში მონაწილე ადამიანებზე ქილიკი არის განსაკუთრებით დიდი ამორალურობა. მათ ეს თავგანწირვა ვერ და არ ექნებათ, რადგან მხოლოდ იმაზე არიან კონცენტრირებული რას იფიქრებს ერთი ადამიანი", - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, მან სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ საერთო დიალოგის იდეაზე გააკეთა კომენტარი.

"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ დიალოგის პროცესში ვიქნებით აქტიურად ჩართული. თუ ეს პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება, მაქსიმალურ ძალისხმევას ჩავდებთ იმ ინიციატივაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. მასთან შეხვედრის დროს ეს ვუთხარი და ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. უახლოეს პერიოდში ის ასევე შეხვდება ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაც თვითონაც განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე. შიმშილობა დიალოგს და ამ ინიციატივას ხელს არ უშლის.

ეს პროტესტი და მასში მონაწილე ადამიანების თავგანწირვა არის დასაფასებელი, მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს", - განაცხადა დეკანოიძემ.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
ემილ ავდალიანი - ვენესუელაში მომხდარი პირდაპირი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიო გავლენის სფეროებად იყოფა
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები