უკრაინამ და რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

„ახალი შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში და სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში (TCG), ელჩმა მიკო კინუნენმა.

მისი თქმით, სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ანგარიშების მიხედვით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება საკონტაქტო ხაზზე არასტაბილური იყო და 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, დღეში დაახლოებით ხუთჯერ მეტი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა ფიქსირდებოდა.

მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის წინა შეთანხმება 2020 წლის ივლისში გაფორმდა. ბოლო თვეების განმავლობაში კიევი და მოსკოვი ხშირად ადანაშაულებდნენ ერთმანეთს ამ შეთანხმების დარღვევაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება