„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის 12 კარავია გაშლილი და დაახლოებით 300-მდე  ადამიანი შიმშილობს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის 12 კარავია გაშლილი და დაახლოებით 300-მდე ადამიანი შიმშილობს. მათი მოთხოვნა უცვლელია-პატიმრობიდან გათავისუფლდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდეს.

"კარვების დამატება საჭირო გახდება, რადგან ყოველდღიურად ემატება მოშიმშილეები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაცნობიერებული აქვთ ბრძოლის ეს გზა, მათ იციან, რომ მხოლოდ თავგანწირული ბრძოლით მიიღწევა შედეგი. ეს შედეგი აუცილებლად იქნება გამარჯვება, რომელსაც მოვიპოვებთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად.

ვიცით, რომ რთული გზა ავირჩიეთ, მაგრამ რეჟიმმა მეტი გზა არ დაგვიტოვა. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში", - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ლაშა ხუსკივაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს