აკაკი მინაშვილი - შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, ეს საჭიროა იმიტომ, რომ ქვეყანაში არის უკიდურესად მძიმე ვითარება

შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, ეს საჭიროა იმიტომ, რომ ქვეყანაში არის უკიდურესად მძიმე ვითარება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

"ფასები იზრდება საკვებზე, ტრანსპორტზე, საწვავზე და ა.შ. გაუსაძლისი ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი მოდის, ასი ათასობით ადამიანს არ შეუძლია აღნიშნოს ახალი წელი გაჭირვებიდან გამომდინარე. იცით, რომ ქვეყანაში არის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დევნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ტყვეობაში. ამიტომ, ამ ხელისუფლების პირობებში პროტესტი არის ის ფორმა, რომელიც ვითარების ცვლილებამდე მიგვიყვანს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს თავად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტის დასაწყისი იქნება. ჩვენ ამ პროტესტის ფორმას გავაგრძელებთ", - განაცხადა მინაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს