შალვა ოგბაიძე - გადავდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის თვისობრივად ახალ სისტემაზე

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის საბარათე ულიმიტო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას გამოეხმაურა და ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა.

მან თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დაანონსებულ ახალ ინიციატივას მოსახლეობის პირდაპირი დაკვეთა უწოდა და განაცხადა, რომ მთლიანად სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, მოსახლეობისთვის უფრო მეტი კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული.

როგორც შალვა ოგბაიძემ განაცხადა, პირველი თებერვლიდან ტრანსპორტის ყველა სახეობა ინტეგრირებული იქნება და ერთი აბონიმენტით, მოსახლეობას ყველა სახის ტრანსპორტით შეეძლება მგზავრობა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ გადავდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის თვისობრივად ახალ სისტემაზე, რითაც წახალისებულნი იქნებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მგზავრობენ. პრინციპი იქნება შემდეგი - მეტს მგზავრობ, მეტი თვის აბონიმენტს იღებ და ნაკლებს იხდი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი თანამოქალაქეების დაკვეთაა. ამასთან, ძალაში რჩება შეღავათები, რომლებიც აქამდეც არსებობდა და მოსახლეობის 30-მდე კატეგორია შეღავათიანი ტარიფით, ან სრულიად უფასოდ იმგზავრებს“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა