ვლადიმერ პუტინი დასავლეთს - ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ნატო-ს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისაკენ მიუღებელია - თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები, დაუყოვნებლივ!

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში გარკვევით აჩვენა, რომ მისთვის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება მიუღებელია.

„ამ კუთხით ჩვენ ნათლად და გარკვევით განვაცხადეთ, რომ ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისაკენ მიუღებელია“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ წარდგენილ შეთავაზებებზე საუბრისას.

მისი თქმით, ნატო-მ ერთხელ უკვე „თავხედურად“ მოატყუა რუსეთი.

„არც ერთი დუიმი აღმოსავლეთით - გვითხრეს 90-იან წლებში. მერე? უბრალოდ თავხედურად მოგვატყუეს. ნატოს გაფართოების ხუთი ტალღა. ახლა კი, რუმინეთში, პოლონეთში გამოჩნდება შესაბამისი სისტემები. ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ მივედით აშშ-ს საზღვრებთან? ან დიდი ბრიტანეთის საზღვრებთან? ჩვენთან კი მოვიდნენ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთმა დაუყოვნებლივ და ახლავე უნდა მისცეს რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები და არ მოითხოვოს ეს რუსეთისგან.

„თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები. თქვენ! და დაუყოვნებლივ, ახლა და არა ათწლეულების განმავლობაში ლაპარაკი“, - განაცხადა პუტინმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი