სემეკმა ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის წესი დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი დაამტკიცა.

როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წესის შესაბამისად, 2023 წლიდან წარმოშობის სერტიფიკატის მოპოვება სავალდებულო იქნება განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მწარმოებლებისათვის. სერტიფიკატის გამცემ ორგანოდ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განისაზღვრა.

„წესის მიზანია ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ნაზავში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილის ან რაოდენობის საბოლოო მომხმარებლისთვის დადასტურების, აგრეთვე განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატით სარგებლობის უზრუნველყოფა ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმების შესაბამისად.

წესი განსაზღვრავს ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის შინაარსს, მისი გაცემის, გადაცემისა და გაუქმების პროცედურას, რეესტრის წარმოების წესს, ასევე აწესრიგებს წარმოშობის სერტიფიკატთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა